კოვიდადებითი უსიმპტომო პაციენტები, შესაძლოა, საკარანტინე ზონებში განთავსდნენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის  მსუბუქად მიმდნარე შემთხვევები და უსიმპტომო პაციენტები საავადმყოფოების ნაცვლად სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის სასტუმრობეში განთავსდნენ, სადაც ისინი ექიმების მკურნალობის ქვეშ გააგრძელებენ მკურნალობას.

მისი თქმით, ეს შესაძლებელია განხორციელდეს 3 ქალაქის პირობებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე შესამუშავებელია პროტოკოლი, რომელზეც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი.

ამჟამინდელი პროტოკოლებით ყველა კოვიდდადებითი პაციენტი, მათ შორის მსუბუქი სიმპტომების მქონე, კლინიკაში მკურნალობს.