აფხაზეთიდან ქართულ კლინიკებში სკოლის დირექტორი და ექიმები მკურნალობენ

ნეტგაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე  მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით სკოლის დირექტორი და ორი ექიმი მკურნალობს, მათ შორის ერთ-ერთი არის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

ოფიციალურ ინფორმაციას იმ აფხაზი პაციენტების შესახებ, რომლებიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადიან მკურნალობის კურსს, არც თბილისში და არც სოხუმში არ ავრცელებენ.

პირველ აგვისტოს, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები დღეში საშუალოდ 30-40-მდე გაიზარდა.