ზესტაფონის ბაზარში გზა ჩავარდა

ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე გზა ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი მოზარდი.

უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დაღღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.