ახალი ამბები

მეტროს მუშაობა შეფერხდა: ტექნიკური ხარვეზი საბურთალოს ხაზზე

1 სექტემბერი, 2020 • 983
მეტროს მუშაობა შეფერხდა: ტექნიკური ხარვეზი საბურთალოს ხაზზე

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე, მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რამაც “ძაბვის მოხსნა” გამოიწვია. ამის გამო ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მატარებელი სადგურის მოედანზე დაახლოებით 09:10 საათიდან იყო გაჩერებული, პლატფორმა კი გადატვირთული იყო მომლოდინე მგზავრებით. ისინი მეტროპოლიტენის თანამშრომლებისგან ითხოვდნენ ინფორმაციას, როდის აღმოიფხვრებოდა პრობლემა და აღდგებოდა თუ არა მოძრაობა.

ამ დროისთვის[10:00] საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი