გაგნიძის ადვოკატის განცხადება ზეწოლაზე, სიცრუეა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა უარყოფს და სიცრუეს უწოდებს ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეზე ზეწოლა მოახდინა და მისგან ბრალის აღიარება მოითხოვა.

პროკურატურის განცხადებით, გაგნიძემ თვითონ მოითხოვა პროკურორთან შეხვედრა, თუმცა „კომუნიკაცია არ შედგა“, რადგან გაგნიძემ საბოლოოდ უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. კერძოდ, პროკურატურა წერს:

„გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ, იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე“.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე- არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აცხადებს პროკურატურა.


რა წერია შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ახალ დასკვნაში