ცხინვალი რუსეთთან საზღვარს შეზღუდვების გარეშე ხსნის

15 სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გამშვები საკონტროლო პუნქტი შეზღუდვების გარეშე გაიხსნება. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

გამშვები პუნქტი დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, აპრილში დაიკეტა.

“თავის დროზე საკარანტინო ზომები რომ არ მიგვეღო, რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექცია იფეთქებდა”, – ამბობს ბიბილოვი.

ამასთან, დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად, საზღვარი 15 სექტემბრამდეც გაიხსნას.