რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ფრანგი ოფიცერი დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს სამხედრო ოფიცერი, რომელსაც ბრალად რუსი აგენტისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა ედება.

შესაბამისი განცხადება საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

მომხდართან დაკავშირებით ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. Europe 1 radio-ს ცნობით, ოფიცერი იტალიაში ნატოს ბაზაზე მუშაობდა და მან ბრალდების მიხედვით დოკუმენტები გრუ-ს გადასცა.