1 სექტემბერს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პირველ სექტემბერს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გაიხსნება. 

დარბაზში შესვლამდე მკითხველისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი წესების დაცვა:

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს მოუწოდებს, შენობაში ყოფნისას არ მოიხსნას პირბადე და დაიცვას ფიზიკური დისტანცია. 

რაც შეეხება ეროვნული ბიბლიოთეკის საცავ და სპეციალურ ფონდებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  გამოყენებული დოკუმენტები კარანტინში 3-5 დღით განთავსდება.