ახალი ამბები

ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ორივეგან გავიმარჯვებთ – სააკაშვილი

27 აგვისტო, 2020 • 1297
ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ორივეგან გავიმარჯვებთ – სააკაშვილი

„ვიბრძოლებთ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს, 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისი მეორე სახლია, თუმცა მიმართვის ბოლოს საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: „მე ვბრუნდები“.

იმავე საღამოს სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: „დღეს ბევრი დამწუხრებული ადამიანის კომენტარი იყო საქართველოზე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ჩემი მეგობარი გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინის მიმართ. მინდა, მათ ვუთხრა: თავები მაღლა ასწიეთ! ვიბრძოლებთ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში! იქაც გავიმარჯვებთ და აქაც! ჩემთვის ჩვენი ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ჩემთვის საერთო ბრძოლაა. და ეს იქნება საერთო გამარჯვება“.


რამდენიმე საათით ადრე მის განცხადებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი  საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ.

ნახეთ ასევე:

მე ვბრუნდები! – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი