თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.