25 აგვისტო: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი.

ახალი შემთხვევებიდან 1 სოფელ ლენჯერიდანაა, 2 – ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი, 4 კი – შემოტანილი, საიდანაც 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. კიდევ ერთი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკია.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 1150 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 255 აქტიური შემთხვევაა: რიცხვი მოიცავს პაციენტებს, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ და ახლა მკურნალობენ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 341 166 პისიარ ტესტი, ყოველდღიურად, კი, დაახლოებით, 1600 ტესტი ტარდება.