თბილისი-სენაკის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი-სენაკის გზაზე, სოფელ ნიგოზასთან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების თქმითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამაინის სიკვდილი გამოიწვია.