აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაადასტურეს

აფხაზეთში, 24 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაადასტურეს – იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბი. შტაბის ამ ინფორმაციას კი „სპუტნიკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, კორონავირუსი 247 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 101 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი.

საქართველო უნდობლობას უცხადებს დე ფაქტო მთავრობის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.

აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ