საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უამინდობის გამო ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი 1 საათით გვიან დაიძრება.

“საქართველოს რკინიგზა ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო  მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.