II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 12.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მეორე კვარტალის შემოსავლებთან შედარებით — 20 მილიონი ლარი, შემცირებულია.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი თანხა “იმედმა”, “რუსთავი 2-მა” და “მთავარმა არხმა” მიიღეს.

მათივე განცხადებით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

“კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული  ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი  არ დაფიქსირდება”, — აცხადებენ კომისიაში.