მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს

BBC იუწყება, რომ ექიმები, რომლებიც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობენ, ამჯერად თანხმობას აცხადებენ მის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

ალექსეი ნავალნი გუშინ, 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

გუშინვე ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს, თუმცა რეალურად ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ვრცლად:

გერმანიაში საავადმყოფო მზადაა ნავალნი მიიღოს, თუმცა მას რუსეთიდან არ უშვებენ