მაუწყებლები “ბავშვთა კოდექსით” გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე მორატორიუმს ითხოვენ

„მთავარი არხი”, „კავკასია“, „ტვ პირველი“, „ფორმულა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს კითხვებით მიმართავენ.

ისინი მიუთითებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი, ერთი შეხედვით, გადმოტანილია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან“,  რომელიც თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა, თუმცა ზოგიერთი ცვლილებები სახეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი და მიღებულია ახალი სახის ცვლილებებიც.

“კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და, საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც. მოქმედმა პარლამენტმა, ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის კანონი არის სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანი, ვინაიდან კანონმდებელს არ განუსაზღვრია ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები და არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა კომისიამ, მაგალითად, სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით. 

მაუწყებლები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის ხელმძღვანელს, კახი ბექაურს სთხოვენ, უმოკლეს ვადაში გასცენ პასუხები შემდეგ შეკითხვებს:

მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები 

“აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე, ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას”. 

მუხლი 56​1 . მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა

“მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა”. 

“მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

“მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას”.

“მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 56​2  მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად”. 

III. მუხლი 56​2 . პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები

“18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: 

“გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია”.

“დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა)” 

“ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას” 

“ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას”

“ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას” 

“თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას”

“ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას”

“კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით” 

“ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს”

“მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას”

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან”.

“12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას”

“7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს”. 

ინტერნეტ გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული კითხვა:

 V. სანქციები

მაუწყებლები ხაზს უსვამენ, რომ არცერთი მაუწყებელი არ არის წინააღმდეგი დაიცვას ბავშვის უფლებები, თუმცა ეს კეთილშობილური მიზანი უნდა იყოს მიღწეული ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა, ასევე დიდი სიკეთეები, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი მიუთითებენ, რომ ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად არ შეიძლება ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისროს მაუწყებელს – ამისთვის არის მსოფლიოში აღიარებული მთავარი პრინციპი- მშობლის კონტროლი (როგორც მაუწყებლობაზე, ისე ინტერნეტზე).

მაუწყებლები პარლამენტს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვენ, საარჩევნო პერიოდის გამო გამოაცხადონ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოოდ ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება; ამავე პერიოდში შეიმუშაონ რამე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამის საფუძველს იძლევა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი: მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის წესები დგინდება ამ კანონითა და  კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“. 


პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და თანმდევ კანონებში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება იზღუდება.