ახალი ამბები

50 წლის შემდეგ აფრიკაში კვლავ გამოჩნდა სპილოსებრი ხტუნია

19 აგვისტო, 2020 •
50 წლის შემდეგ აფრიკაში კვლავ გამოჩნდა სპილოსებრი ხტუნია

50 წლის შემდეგ აფრიკაში სპილოსებრი ხტუნია კვლავ გამოჩნდა. BBC წერს, რომ მეცნიერებმა  ეს ჯიში ბოლოს დააფიქსირეს 1970 წელს.

ხტუნიასებრნი ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთნებიან, მათ პატარა ხორთუმისმაგვარი პირი აქვთ, რითაც მწერებს ან მცენარეებს ჭამენ.

რაც შეეხება სპილოსებრ ხტუნიას, ის აფრიკაში, ჯიბუტში ექსპედიციის დროს, კოლეგებთან ერთად, მკვლევარმა სტივენ ჰერითაჯმა ნახა. როგორც BBC-ს შემდგომ უთხრა – „როდესაც პირველად დავინახეთ ცხოველის პატარა, ქოჩრიანი კუდი, მივხვდით, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა“.

ექსპედიციის დროს მეცნიერებმა 12 ადგილას 1000 ხაფანგი მოაწყვეს, რომელშიც მიწისთხილისგან, საფუარისგან და შვრიისგან შემდგარი სპეციალური შენარევი მოათავსეს. ჯამში, ხტუნიასებრნი 12-ჯერ ნახეს და 50 წლის შემდეგ ცხოველის პირველი ფოტო/ვიდეოს გადაღება შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი