კლინიკა “ევექსის” სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკა “ევექსის” სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “ნეტგაზეთს” კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისათვის ინფიცირებულის ყველა კონტაქტი  მოძიებულია და ისინი კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მათივე განცხადებით, ტესტირება ჩაუტარდა იმ კლინიკის ყველა თანამშრომელს, სადაც ინფიცირებული მუშაობს და ჯერჯერობით კორონავირუსი არავის დადასტურებია.