ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს, გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს, მესამე დღეა ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის შევიდა და “მყისიერად დაიწყო საძიებო ღონისძიებები”.
ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი თბილისში, ბარ “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.
შსს-ს ინფორმაციით, “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.