ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები stopcov.ge-ზე 16 აგვისტოს, დილით განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა.
ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1336-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 პაციენტი. გარდაცვლილია 17 ადამიანი.
სტაციონარული მკურნალობის ქვეშ რჩება 249 პირი, კარანტინში კი 7 597 ადამიანი იმყოფება.
