ახალი ამბები

ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ

16 აგვისტო, 2020 • 2008
ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ

თბილისში მომუშავე ბარის, “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ. ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

“თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ”, – წერია განცხადებაში.

ბარის ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიციაც.

“ბაუჰაუსის” თანამშრომლების გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი