თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე  მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყვეტილია. როგორც “ნეტგაზეთს” სატრანსპორტო სამსახურშიი განუცხადეს, მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის ქვესადგურის ერთ-ერთი ელექტროაგრეგატი დაზიანდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. მათივე თქმით, შემთხვევა, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა.

მათივე განმარტებით, პრობლემა უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს და ჯერ საბურთალოს ხაზზე მუშაობა არ აღდგენილა.

რაც შეეხება მეტროს პირველ ხაზსს, სატრანსპორტო სამსახურის განცხადებით, ის შეუფერხებლად მუშაობს.