ნეტგაზეთი | ლევან კობერიძე ვაკეში “ლელოს” კანდიდატი იქნება ლევან კობერიძე ვაკეში “ლელოს” კანდიდატი იქნება – Netgazeti
RU | GE  

ლევან კობერიძე ვაკეში “ლელოს” კანდიდატი იქნება

“ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე წარადგინა. 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კობერიძე “ლელოში” გაწევრიანდა. როგოც მან ბრიფინგზე თქვა, „ლელოსთან“ ერთად ეცდება ყველა ის პრობლემა გამოასწოროს, რის გამოც მანამდე „ოცნებას“ აკრიტიკებდა.

  • ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის მაისში დატოვა. მან პირველ მაისს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს.  კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ კობერიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს.
  • 2020 წლის ივნისში კი კობერიძემ, ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. 
  • რაც შეეხება „ლელოსთან“ თანამშრომლობას, კობერიძე მანამდეც აცხადებდა, რომ ამ პარტიასთან კონსულტაციები ჰქონდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის რაიონულ ოლქში გაერთიანებულ ოპოზიციას დასახელებული ჰყავს ელენე ხოშტარია, “ქართულ ოცნებას” კი- ნოდარ ტურძელაძე.

ივნისში „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.

ხაზარაძის თქმით, სავარაუდოდ, ხოშტარიას კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებენ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.