ახალი ამბები

ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა — გომელაური კრიმინალის ზრდაზე

11 აგვისტო, 2020 • 1571
ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა — გომელაური კრიმინალის ზრდაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში კრიმინალი “ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს”. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას შეეხებოდა.

“[კრიმინალი] სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გაზრდილია, ზოგან კლებაა, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა. სტატისტიკა… კრიმინალი… ხან იზრდება, ხან აკლდება, ჩვეულებრივი თემაა, გასაკვირი რა არის?” — განაცხადა გომელაურმა 11 აგვისტოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ 5 თვეში 32 114 დანაშაული მოხდა, რომელთაგან გახსნილია 6 852 საქმე, რაც საერთო რაოდენობის 29,64 %-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი