ახალი ამბები

მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი შემოიღეს

10 აგვისტო, 2020 • 750
მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი შემოიღეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის:

“Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112- ზე.”

მთავრობის გადაწყვეტილებით,  შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში  წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი