სამტრედიაში პირს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში, კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

შემთხვევა,დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.