ახალი ამბები

ავტოავარიას თბილისში 3 ადამიანი ემსხვერპლა

6 აგვისტო, 2020 •
ავტოავარიას თბილისში 3 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია დღეს, 6 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 276-ე მუხლის მერვე ნაწილით იძიებს. აღნიშნული ნაწილი გულისხმობს ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი