გუშინ, 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.
ძლიერი აფეთქების გამო პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა, დაშავებულთა დიდი ნაკადის გამო კი საავადმყოფოები გადაიტვირთა.
მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება “ასაფეთქებელი ნივთიერებებით”დატვირთულ ადგილას მოხდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო, ამ დროისათვის, სულ მცირე, 70 დაღუპულსა და 2 700 დაშავებულზე საუბრობს. აფეთქება ქალაქის პორტის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი მოწმის თქმით, გარშემო მდებარე ყველა შენობა დაინგრა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ჩანან.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპის პრესფოტო სააგენტოს” (EPA) ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან:
