თბილისში, ლონდონის ბაღში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, ლონდონის ბაღში, 18 წლის ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.  როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.