ბოკერია მაჟორიტარად – ფოთში, უგულავა კი ზუგდიდში იყრის კენჭს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრა მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიახლეა. ბოკერიას თქმით, ფოთში იყრის კენჭს არა იმიტომ, რომ დედამისი ნანა ალექსანდრია დაბადებულია ფოთში, არამედ იმის გამო, რომ ეს ყველაზე ევროპული ქალაქია საქართველოში.

რაც შეეხება გიგი იგულავას, ის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. გიგი უგულავას თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერას სთხოვს, თუმცა კონკურენციისთვის მზად არის.

“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო კამპანია გახსნა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა.