3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში COVID-19-ის 1179 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელდა 959 ადამიანი, 17 კი დაიღუპა.
6 919 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 251 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.