გერმანიამ საქართველოსთვის თითქმის 200 მლნ ევრო გამოყო

შეთანხმებას, რომლითაც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გრანტისა და სესხის სახით თითქმის 200 მილიონი ევრო გამოყო, ხელი მოეწერა, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, საქართველო სესხის სახით მიიღებს 170 მილიონ ევროს, გრანტის სახით კი – 28.5 მილიონს.

დოკუმენტს, როგორც სამინისტროში ამბობენ, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

ფინანსური რესურსი ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას: 

როგორც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.