რურუას სასჯელი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – 20 ოპოზიციური პარტია

20 ოპოზიციური პარტია “მთავარი არხის” მეწილის გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს.

ოპოზიციის აზრით, რურუას სასჯელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე.

“ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტის შეთანხმების საკვანძო  ნაწილია. გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ მისი მიზანი იქნება სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა.

განცხადებას ხელს აწერენ სემდეგი ოპოზიციური პარტიები:

სასამართლომ გიორგი რურუს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა