თბილისში ავტოავარიას ქვეითი ემხვერპლა

თბილისში, თემქაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასწრაფოში ადასტურებენ.

სასწრაფოს ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.