საქართველოს ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ფეისბუკზე წამოიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც წერენ, რომ „კონფლიქტი და ომი ადამიანებისთვის ყოველთვის უბედურების, ძალადობის და ტკივილის მომტანია“, რომ სოლიდარობა ეთნიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას და თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიყვარული ყველას მიმართ.
რამდენიმე დღეა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომხები ახალგაზრდები, ამ ორი ქვეყნის საზღვარზე დაპირისპირების განახლების ფონზე, ფეისბუკზე ერთსა და იმავე ტექსტს აზიარებენ, ჰეშთეგით „საქართველოს ახალგაზრდების ხმები“, სადაც ხაზს უსვამენ მშვიდობის მნიშვნელობას:
„ჩვენ ვართ საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები, რომლებიც სკოლაში, უნივერსიტეტში თუ ტრენინგებზე ერთად ვიღებთ განათლებას, ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენი სახელმწიფო – საქართველო მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც სოლიდარობა და თანადგომა ეთნიკურ და რელიგიურ ჩარჩოებზე მაღლა დგას.
მტკიცედ გვწამს, რომ კონფლიქტი და ომი ადამიანებისთვის ყოველთვის უბედურების, ძალადობის და ტკივილის მომტანია. მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე და სიყვარული ყველას მიმართ. ჩვენ ვდგავართ მშვიდობის სადარაჯოზე საქართველოში და მსოფლიოში“.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული სამხედრო შეტაკებების ფონზე, მსოფლიოს არაერთ ქალაქში მოხდა დაპირისპირება ამ ქვეყნების მოქალაქეებს შორის. „ნეტგაზეთთან“ საუბარში აქტივისტები ამბობენ, რომ კონფლიქტმა საქართველოში არცერთი სახით არ უნდა შემოაღწიოს.
გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ არ უნდა შემოაღწიოს საქართველოში“
გ