საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი.
მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 935 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს,კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6489 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.