ვენეციის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველი დიდი ფესტივალია, რომელიც Covid 19-ის პანდემიის შეზღუდვების შემდეგ ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. პანდემიის პირობებში, კინოფესტივალი სანიტარული პროტოკოლის დაცვით, გეგმის მიხედვით, 2-12 სექტემბერს კუნძურ ლიდოზე ჩატარდება.
77-ე კინოფესტივალის ჟიურის ავსტრალიერი მსახიობი ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე პირველად, ფესტივალი იტალიური ფილმით, დანიელე ლუჩეტის “Lacci-ით” გაიხსნება.
პანდემიის გათვალისწინებით, ფესტივალის პროგრამა 50-55 ფილმამდე მცირდება. პროგრამაში წარმოდგენილი ქლოე ჟაოს, ანდრეი კანჩალოვსკის, კიუში კუროსავას, ჯანფრანკო როსის, ალიჩე რორვახერისა და სხვათა ნამუშევრები იქნება.