არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქვემო ქართლში კაცი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და კაციც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-141-ე მუხლით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას და 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.