პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო კანდიდატებზე რეგიონებშიც – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარის მიუხედავად, სხვა ოპოზიციური პარტიები უნდა შეჯერდნენ გარკვეულ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე.

როგორც 27 ივლისს გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიას ხანგრძლივი კონსულტაციები ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის პირველადი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დააყენებენ თავიანთ მაჟორიტარ კანდიდატებს.

„ბევრი არგუმენტის მიუხედედავად … მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და ნებაა. ამისგან ჩვენ რაიმე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ“, – თქვა უგულავამ და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეჯერებისკენ მოუწოდა:

„ასეთ ვითარებაში, მე მინდა მოვუწოდო, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდეს ივანიშვილთან მიმართებით; მინდა, მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში“, – განაცხადა მან,

„ამასთანავე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ თბილისის შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი, რასაც კვლევებიდანაც ვხედავთ. ეს უნდა დარჩეს საერთოდ ოპოზიციური თანხმობის და კოორდინაციის საფუძვლად“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

„ამავე დროს, ჩვენ არ გვინდა, კარი დავუხუროთ ენმ-ს და თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას უახლოეს 2-3 დღეში, — დრო ძალიან ცოტაა, — შემოგვიერთდნენ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი“, – ამბობს გიგი უგულავა.

„ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად“, – განაცხადა მან.


ამ დროისთვის ოპოზიცია თბილისის 6 ოლქშია შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ესენი არიან:

თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან:

გირჩევთ:

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს