ახალი ამბები

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

27 ივლისი, 2020 •
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს წალენჯიხის საკრებულოს თავმდჯოამრისთვის, რომელსაც ბრალად უაქციზო სიგარეტის გაყიდვა ედება.

უწყება წინასწარ პატიმრობას ითხოვს ასევე საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლისთვისაც, რომელსაც ბრალი იმავე საქმეში ედება.

თემურ ღვინჯილიასა და ამავე საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გავრცელდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით. თემურ ღვინჯილია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. ის საკრებულოში “ქართული ოცნების” სახელით მოხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი