აფხაზეთში 47 წლის პაციენტი COVID-19-ით გარდაიცვალა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 47 წლის პაციენტი დაიღუპა.

როგორც აფხაზური მედია იტყობინება, პაციენტს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება აწუხებდა და ის სოხუმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ის გუდაუთაში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“აპსნი პრესის” ცნობით, გუდაუთის კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ ცხაკაიას განცხადებით, სოხუმის მე-2 საქალაქო საავადმყოფოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გამო ამ კლინიკის ქირურგიისა და კარდიოლოგიის განყოფილებები დროებით დაიხურა.