გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. შედეგების გამოქვეყნება  ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. 

ამ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავრცელებს, რომლის ცნობით, ამჟამად ნამუშევრებს ასწორებენ. 

გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

გამოცდების ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტის 94%-მდე გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. 

ცენტრის ცნობით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).