13 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია – კოვიდ 19 საქართველოში

25 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებული 13 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა 25 ივლისს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებებშია პერსონალის ინფიცირების შემთხვევები.  ეზუგბაიამ დასძინა, რომ ეს არ არის ინფექციური საავადმყოფო.

ეზუგბაიას ცნობით, ახალი ინფიცირებულებიდან სამი “ლილოს ბაზრობის” კლასტერიდანაა, ერთი გარდაბნიდან, 5 შემოტანილი [აქედან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი], ერთი კი ინფიცირებულის კონტაქტი.