რა ანგარიში უნდა წარედგინოს კონგრესს საქართველოზე? — ოლსონის შესწორება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ცნობით, კანონპროექტში – „უილიამ მაკ ტორნბერის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2021 ფისკალური წლისთვის“ – ზეპირი ხმის მიცემით მიღებულია კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ ინიცირებული  შესწორება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც იქნება:

სახელმწიფო მდივანს ამ ანგარიშის წარსადგენად ექნება 180 დღე კანონპროექტის მიღებიდან.

კიდევ რა წერია შესწორებაში საქართველოზე?

კონგრესის მოსაზრებით, აშშ-მა უნდა:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ ამავე კანონპროექტში შევა შესწორება, რომლის თანახმადაც დაწესდება თავდაცვის სფეროში გაცემული აშშ-ის დახმარების მიღების ახალი პირობები, „კერძოდ, პომპეომ უნდა დაარწმუნოს კონგრესი, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა, იმისთვის, რომ დაფინანსება გაგრძელდეს“.

კონგრესმენ ოლსონის შესწორებაში ეს პირობა შესული არაა, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესის მეორე პალატის — სენატის ანალოგიურ კანონპროექტში.

დამატებითი განმარტებისთვის „ნეტგაზეთმა“ კონგრესმენ ოლსონს მიმართა. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

გარდა ამისა, ჩანაწერი საქართველოზე არის სენატის კანონპროექტშიც. მის თანახმად, სენატი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული შეჯიბრების ფარგლებში უნდა „[გაზარდოს] NATO-სა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე და მასშტაბები შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“.

მიიღებენ თუ არა კანონს და შევა თუ არა ეს დებულება საბოლოო ვერსიაში?

კანონპროექტი, რომელშიც ოლსონის შესწორება შევიდა, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკვე მიიღო. ახლა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ კანონპროექტს შორის არსებულ განსხვავებზე იმუშავებს, რის შემდეგაც უკვე ამ ვერსიას კენჭს უყრის ორივე პალატის შემადგენლობა. ამის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა პრეზიდენტს.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაგრამ ამის მიზეზი მისი სხვა დებულებაა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ბაზებს, რომლებიც კონფედერატი [ერთ-ერთი მხარე აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. კონფედერაცია, შემდგარი სამხრეთის შტატებისგან, მონობის შენარჩუნების მომხრე იყო — რედ.] მოღვაწეების სახელს ატარებენ, სახელი უნდა შეეცვალოთ.

ტრამპის შესაძლო ვეტო საბოლოო ვერდიქტი არაა — კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია, თუმცა ამისთვის ორივე პალატაში საჭირო იქნება ხმების 2/3, ანუ — 100-დან 67 ხმა სენატში და 435-დან 290 წარმომადგენელთა პალატაში.

სენატში კანონპროექტს 86 მხარდამჭერი ჰყავს, წარმომადგენელთა პალატაში კი- 295. ამგვარად, კონგრესს აქვს საკმარისი ხმები ვეტოს დასაძლევად.

რას ამბობენ ოლსონის შესწორებაზე საქართველოში?

კანონპროექტზე 24 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაში პრობლემა არაა და საქართველოს ინტერესებშია:

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია. რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი კარგად შეიგრძნო და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოხარულები ვართ“, — აღნიშნა გახარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ „დისკუსიაა იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო“, რაც, „ოცნების“ ლიდერების განცხადებების მიუხედავად, პრობლემას წარმოადგენს:

„ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან, დღის წესრიგი გვქონდეს, როდის მოგვცემენ თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ჩვენს ოჯახებს დაეხმარება, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, რომ გვქონდეს საუბარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხარისხობრივად გაღრმავებაზე, NATO-ში გაწევრიანების კამპანიის ახალ ტალღაზე, ამის ნაცვლად დისკუსიაა იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო.

ამ დოკუმენტშიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, მხარს უჭერენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებით, რომ კონკრეტული კონდიციებია დაყენებული, რომ უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ამ ჩიხიდან ქვეყანა გამოდის და არა ღრმავდება კრიზისი“, — დასძენს იგი.


ჩანაწერი საქართველოს შესახებ პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონშიცაა: კომიტეტმა ის უკვე მიიღო და ამჯამად პალატის სრული შემადგენლობის მიერ განხილვას ელოდება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს, თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ მთავრობა გარკვეული მიმართულებებით დგამს ნაბიჯებს.

ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?