ახალი ამბები

გვიანი გვამური მოვლენების გამო ზედაპირული დაზიანებების პოვნა შეუძლებელი იყო – ექსპერტი ბაჩალიაშვილზე

23 ივლისი, 2020 • 1010
გვიანი გვამური მოვლენების გამო ზედაპირული დაზიანებების პოვნა შეუძლებელი იყო – ექსპერტი ბაჩალიაშვილზე

დამოუკიდებელი ექსპერტის, ორგანიზცია “ემპათიის” წარმომადგენლის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ცხედარს არ აღენიშნება ხილული ტრავმული დაზიანებები, როგორებიცაა ძვლების მოტეხილობა ან ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები

“სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთების ან სხვა რაიმე სახის ტრავმული სახით შეუძლებელია აღმოჩენილი ყოფილიყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებების – მაგალითად, სისხლნაჟღენთების ან კანის ზედაპირული, სხვა სახის დაზიანებების – აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გვამური მოვლენები შორს წასული იყო” ,- ამბობს ჯიშკარიანი, რომელიც საქმეში ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნით არის ჩართული.

დღეს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადესს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს, რომელსაც უწყება 5 დღის განმავლობაში ეძებდა, ძალადობის კვალი არ აღენიშნება:

“პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.”

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით ასევე არ არის დადგენილი, ამ მედიკამენტებს აქვს თუ არა რაიმე კავშირი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში, ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. შსს-ს ცნობით, მისი მანქანა 22 ივლისს არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი