ახალი ამბები

23 ივლისი: კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა

23 ივლისი, 2020 • 1280
23 ივლისი: კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირებდა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი