აგვისტოში რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენისა და პარიზის მიმართულებით დაინიშნება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აგვისტოში სამი ფრენა, მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებებით  დაუშვა. როგორც სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, ეს გადაწყვეტილება მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღეს და ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა კიდევ დაემატოს.

ყველა ეს ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება მიუნხენის, პარიზის შარლ დე გოლისა და რიგის საერთაშორისო აერპორტების მიმართულებით.

გუშინ, 21 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ავიაკომპანია Air France-თან შეთანხმება უკვე შედგა. შესაბამისად, 8 აგვისტოდან ავიაკომპანია კვირაში ორჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რეისი  პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს; თბილისი – პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

გუშინვე მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ მთავრობა Air Baltic-თან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებაზე. რაც შეეხება მიუნხენის მიმართულებას, აქ  2 აგვისტოდან გერმანული ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. ავიარეისები Airbus A319  ტიპის საჰარო ხომალდით კვირაში ორჯერ აღნიშნული განრიგით განხორციელდება: