მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის და კომაპნია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ დღეში 13 მილიარდი დოლარით გაიზარდა, იუწყება „გარდიანი“.

ამგვარად, ბეზოსის მთლიანი ქონება სტატიის გამოქვეყნების მომენტში 189 მილიარდი აშშ დოლარია.

იანვრის დასაწყისიდან,ბეზოსის ქონებამ მთლიანობაში 74 მილიარდით მოიმატა, გამომდინარე იქიდან, რომ Amazon-ის აქციები [ბეზოსი მათ 11%-ს ფლობს] კორონავირუსის პანდემიის ფონზე 70%-ით გაიზარდა.

ამგვარად, ბეზოსის პირადი ქონება აღემატება მსოფლიოს მსხვილი კომპანიების — მაგალითად, McDonald’s-ის, ExxonMobil-ისა და Nike-ის მთლიან ღირებულებას. ასევე, „გარდიანის“ ცნობით, ბრიტანეთის ოთხი უმსხვილესი ბანკის — HSBC, Barclays, RBS და Lloyds-ის ჯამურ ღირებულებასაც.

ამასთან ერთად, ბეზოსის ქონების მხოლოდ დღევანდელი ზრდა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტს თითქმის სამჯერ აღემატება.


ამავე თემაზე გირჩევთ:

IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს