ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრები – კახი კახიშვილი და სოზარ სუბარი თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არიან.
თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ ბექა ოდიშარიას კანდიდატურის წარდგენისას თქვა, რომ ის არის “სამი თაობით მთაწმინდელი”.
სოზარ სუბარმა კი, კობახიძის თქმით, საფუძველი ჩაუყარა სახალხო დამცველის ინსტიტუტს.
თბილისის 6 ოლქში ცნობილია ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები. ესენი არიან: